თავში

გია გაჩეჩილაძე ვანდალიზმის გამო დაჯარიმდება

გია გაჩეჩილაძე ვანდალიზმის გამო დაჯარიმდება
გია გაჩეჩილაძე ვანდალიზმის გამო დაჯარიმდება

თბილისის მერია მომღერალ გია გაჩეჩილაძეს, ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთების გამო დააჯარიმებს.

როგორც Report.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს და მერიას აღნიშნული ჯარიმის გამოსაწერად 2 თვიანი ვადა აქვს. 

"გია გაჩეჩილაძისთვის ჯარიმა ჯერ არ დაუწერია, თუმცა მერია აუცილებლად იმოქმედებს კანონის შესაბამისად და რა თქმა უნდა დაჯარიმდება. ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით. მერიას ჯარიმის გამოსაწერად 2 თვიანი ვადა აქვს და ამ 2 თვის განმავლობაში გამოიწერება აუცილებლად", - განუცხადეს Report.ge-ს თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე "ღმერთი სიყვარულია" დაწერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system