თავში

გია ვოლსკი: სახელმწიფო ეცდება დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება ვინც კარვებშია

გია ვოლსკი: სახელმწიფო ეცდება დაცურთხოება ვინც კარვებშია
გია ვოლსკი: სახელმწიფო ეცდება დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება ვინც კარვებშია

"არსებობს კანონი, არსებობს რეალობა, რასაც დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები ჰქვია. თუნდაც ადამიანების უშველებელმა რაოდენობამ გამოხატოს თავისი უკმაყოფილებას იმ დისკომფორტით, რაც ამ რაოდენობით კარვების გაშლამ შეიძლება გამოიწვიოს, სახელმწიფო ეცდება გამოხატვის უფლება იყოს დაცული. დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო არ იმოქმედებს სტრატეგიულად, არის პრესპექტივა, რომ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდეს. 

"სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, იქნებ როგორმე „ჯახი“ გამოიწვიონ, არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება. რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუ სახელმწიფო არ იმოქმედებს ჩამოყალიბებულად“, - აცხადებს გია ვოლსკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system