თავში

"გილიადმა" საქართველოს 10 000 კოლოფი "რემდესივირი"გამოუგზავნა - ცერცვაძე

"გილიადმა" საქართველოს 10 000 კოლოფი "რემდესივირი"გამოუგზავნა - ცერცვაძე
გილიადმა საქართველოს 10 000 კოლოფი რემდესივირიგამოუგზავნა - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კომპანია „გილიადმა“ გამონაკლისის სახით მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს ამერიკული წარმოების 10 000 კოლოფი "რემდესივირი" გამოუგზავნა.

მისი თქმით, საქრთველოში "რემდესივირის" პირველი დოზები საკმაოდ წარმატებით გამოიყენეს. თენგიზ ცერცვაძე შეცდომათ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აღნიშნულ პრეპარატს მხოლოდ 27 კლინიკა იყენებდა.

„კომპანია „გილიადმა“ გამონაკლისის სახით 10 000 კოლოფი „რემდესივირის“ თანაც არა ინდური წარმოების, არამედ ამერიკული წარმოების, ორიგინალის მოწოდების გადაწყვეტილება მიიღო. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ჩვენ გვქონდა 4000 კოლოფი „რემდესივირი“ ადრე შემოტანილი, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით იყო გამოყენებული. ყველა კლინიკა, ვინც იყენებდა „რემდესივირს“ ერთხმად აღნიშნავს, რომ ის იყო ადრეულ სტადიაზე გამოყენებული და არა უკვე რეანიმაციაში მოხვედრილ და არა ინტუბირებულ ავადმყოფებზე და ის ცალსახად ამცირებდა დაავადების დამძიმების რისკებს, ამცირებდა ჰოსპიტალიზაციის დროს და საერთოდ, ის დადებითად მოქმედებდა დაავადების მიმდინარეობაზე. სამწუხაროდ, ვაი ექსპერტების გავლენის ქვეშ, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ „რემდესივირის“ შემოტანა, რჩებიან ნაწილი ექიმების და კლინიკების. მხოლოდ 27 კლინიკა იყენებდა „რემდესივირის“ იმ პარტიას, რომელიც იყო შემოტანილი, რაც მიმაჩნია, რომ იყო სერიოზული შეცდომა და ხელს არ უწყობდა მკურნალობისა და გამოსავლების ოპტიმიზაციას. იმ კლინიკებში, სადაც „რემდესივირი“ გამოიყენებოდა, გაცილებით უფრო მეტად იყო გამოხატული პოზიტიური შედეგები“, - განაცხადა ცერცვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system