თავში

გიორგი არის ნაცემი და წყალში გადაგდებული - შაქარაშვილის ბიძა დეტალებზე საუბრობს

გიორგი არის ნაცემი და წყალში გადაგდებული ბიძა დეტალებზე საუბრობს
გიორგი არის ნაცემი და წყალში გადაგდებული - შაქარაშვილის ბიძა დეტალებზე საუბრობს

"ბავშვი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში", - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ზურა ონიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საეჭვო გარემოებას აჩებს ჩანთა, რომელიც შეთხვევის ადგილას იპოვეს. 

"ეჭვი მეპარება, რომ გიორგიმ იქ ჩაირბინა და ჩანთა დადო. იმიტომ რომ ეგრე ჩანთა არ დაიდება იქ, თუ ვიღაცამ არ დადო. გაქცეული ბავშვი ჩხუბის დროს გარბის, მოსაკლავად მისდევენ და ჩანთა დადოს, ეგრე არ ხდება, ეგრე ლამაზად და კარგად, როგორც არის დადებული ის ჩანთა. მეორე შეკითხვა მაქვს, არ მჯერა გამოძიების, აქამდე უნდა დაედოთ დასკვნა, ელემენტარული, ერთი მაინც, თუ ყველას, რომელიმეს უნდა პროცედურა ათი დღე და შვიდი დღე და თხუთმეტი დღე. რაღაცას ხომ უნდა ხუთი დღე, აი იმ ხუთი დღის დასკვნა მაჩვენონ. ჩემი აზრით, ბავშვი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში. სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, ისინი დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში. იმიტომ, რომ ჩანთა დევს ძალიან საეჭვოდ. წყალში, რამდენი ხანი იყო გაჩერებული? როდის ჩააგდეს წყალში? ხომ შეიძლება, ამის დადგენა, ხომ ადვილია. გიორგი წყალში არ შევიდოდა იმიტომ, რომ წყლის ძალიან ეშინოდა", - ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა ზურა ონაშვილი "მთავართან" სატელეფონო საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system