თავში

გიორგი გახარია: 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული

გიორგი გახარია: 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული
გიორგი გახარია: 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული

9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის კოვიდ-19-თან ბრძოლაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორიაც. 

31 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც.

ეს იმედი უკვე განხორციელდა ახალ 9 აპრილს, უკვე 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლოეს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ჩვენი გმირების ხსოვნას ყოველთვის უნდა მივაგოთ პატივი, გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი იმისთვის გავიღეთ, რომ შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები სახელმწიფოს შექმნის პროცესში უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული.

მინდა, როგორც ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის წინაშე, ასევე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ახალ ბრძოლაში მოვუწოდო, გვახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც 1989 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system