თავში

გიორგი გახარია: სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს ტელევიზორით მივადევნებ

გიორგი გახარია: სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს ტელევიზორით მივადევნებ
გიორგი გახარია: სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს ტელევიზორით მივადევნებ

"ეკლესიასთან ერთად, ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მისი თქმით, თავად სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს ტელევიზორით მიადევნებს, ვინაიდან ეს დღეს თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.

ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენ ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, ჩვენი მშობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, აქაც ვიპოვით ისეთ გამოსავალს, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს დღევანდელობას შეეფერება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system