თავში

გიორგი მამალაძე სახალხო დამცველთან შეხვედრამდე შიმშილობას არ წყვეტს

გიორგი მამალაძე სახალხო დამცველთან შეხვედრამდე შიმშილობას არ წყვეტს
გიორგი მამალაძე სახალხო დამცველთან შეხვედრამდე შიმშილობას არ წყვეტს

ბრალდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე მას სახალხო დამცველი არ შეხვდება, - ამის შესახებ დეკანოიზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილი ჟურნალისტებს განუცხადა. რამიშვილმა დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპყრობილეში მოინახულა.  

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, პატიმარი მასთან საკაცით მიიყვანეს და ის მუდმივად წოლით მდგომარეობაში იმყოფება. რამიშვილმა სახალხო დამცველს საჯაროდ მიმართა, მოინახულოს დაკავებული დეკანოზი. 

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, პროტესტის ეს ფორმა შიმშილობა არ ეხება შეწყალების საქმეს, მას დაუყოვნებლივ უნდა სახალხო დამცველთან შეხვედრა და მივმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას, დაუყოვნებლივ შეხვდეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მამალაძეს შეზღუდული აქვს სამედიცინო დახმარების მიღება და მას ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შეუსაბამოდ მკურნალობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system