თავში

გირჩევთ, ხაჭაპურის კვლევით დაკავდეთ - გიორგი ფხაკაძე

გირჩევთ, ხაჭაპურის კვლევით დაკავდეთ - გიორგი ფხაკაძე
გირჩევთ, ხაჭაპურის კვლევით დაკავდეთ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს, რომ ბევრმა ადამიანმა მეცნიერება უარყო და ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამოგონილი ვერსიების ირწმუნა. 

მისი თქმით, მეცნიერული კვლევები ურთულესი საკითხია და მას მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალები ატარებენ. ფხაკაძე მოსახლეობას მოუწოდებს, მიენდონ მეცნიერულ კვლევებს, ხოლო მათ, ვისი პროფესიაც სამეცნიერო კვლევებს არ ითვალისწინებს, ფხაკაძე ურჩევს "ხაჭაპურის კვლევით" დაკავდნენ. 

"✅2021, მე ჩავატარე ჩემი “კვლევა”.  შედეგი ნათელია, სამწუხაროდ, არაერთი ასეულმა ადამიანმა უარყო მეცნიერება და თავის “კვლევას” მიენდო და შედეგად ….. !

✅იქნებ ყველამ მიხედოს თავის საქმეს?!

✅”ჩემი მეზობელი …..”, “ჩემი ნათესავი ….”, “მე პირადად ….” და ასე შემდეგ….

✅მეცნიერული კვლევის ჩატარება არც ისე იოლია და თუ გამოცდილი არ ხარ, შეცდომის შანსი არის საკმაოდ დიდი. ამიტომ არის, რომ კვლევის ზედამხედველობა არის გამოცდილი მკვლევარების ქვეშ, იმიტომ, რომ თავად არაერთი შეცდომა დაუშვეს ახალგაზრდობაში და ამ შეცდომებზე ისწავლეს.

✅მიანდეთ მეცნიერული კვლევები მეცნიერებს!

✅და თუ მაინც გიზიდავთ კვლევები, გირჩევთ ხაჭაპურის კვლევებით დაკავდეთ, ასე არც საკუთარ და არც სხის სიცოცხლეს არ დააზიანებთ!

✅აიცერით ფაიზერით + გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე+ დაიცავით დისტანცია!" - წერს ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system