თავში

"გისამძიმრებ საქართველო, ჩვენი უსაყვარლესი პოეტის წასვლას" - ემოციური პოსტი

"გისამძიმრებ საქართველო, ჩვენი უსაყვარლესი პოეტის წასვლას" - ემოციური პოსტი
გისამძიმრებ საქართველო, ჩვენი უსაყვარლესი პოეტის წასვლას - ემოციური პოსტი

პოეტ ია ნანეიშვილის გარდაცვალებას ია კარგარეთელი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ეხმაურება:

"გისამძიმრებ საქართველო, ჩვენი უსაყვარლესი პოეტის წასვლას. ყველაზე თბილი, უბრალო და სათნო ადამიანი მოგვაკლდა, ადამიანი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში პოულობდა ძალას, რომ თავისი შემოქმედებით სხვები გაეთბო და ნუგეში ეჩუქებინა ყველასთვის. 

ია, მშვიდობით ჩემო ძვირფასო მეგობარო".

"წავიდა ია.

ადამიანი, რომელიც მზესავით გვათბობდა თავისი კეთილი გულით.
როგორ მამხნევებდა, რამხელა სითბოს მჩუქნიდა (თუმცა მხოლოდ მე არა, ყველას გვჩუქნიდა, თავისი ყოველი სიტყვით).
როგორ მტკივა გული. ამდენ სიძულვილით და ღვარძლით სავსე ადამიანში (რაც ჩვენს სფეროში ასე მრავლადაა) ია ერთადერთი იყო, რომელსაც არავისი შურდა, მის გულში მხოლოდ იმედი, სიკეთე და სიყვარული იყო. 
ია, შენ დარჩი ჩემს გულში სამუდამო თბილ მოგონებად, ადამიანად, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა თავისი უბრალოებით და თბილი გულით. მადლობა "თეთრი ოცდაოთხი თვისთვის", წიგნისთვის, რომელიც ბოლოს მისახსოვრე და მადლობა ყველა იმ თბილი სიტყვისთვის, რაც ჩემთვის გითქვამს. 

"ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ თავადაც ბედნიერები ვიყოთ და სხვებსაც ბედნიერება მივანიჭოთ... სიცოცხლე მხოლოდ სიკეთის კეთებაში უნდა გაიღოს ადამიანმა! სიყვარული და სიკეთე - აი, რისი მოსწრება და კეთება ევალება ადამიანს ცხოვრებაში, ბოროტი ადამიანი განწირულია...
ბოროტებით ნუ იცხოვრებთ ადამიანებო"!..

წერდა თავის წიგნში, და წერდა მაშინ, როდესაც სიკვდილს ებრძოდა, ეს ყველას როდის შეუძლია, ეს იამ შეძლო", - წერს პოეტი ია კარგარეთელი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system