თავში

გივი თარგამაძე: კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია

გივი თარგამაძე: ​კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია
გივი თარგამაძე: კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია

"სიპაპი, ანუ, კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია, რომელიც გშველის ყველაზე ეფექტურად", - კოვიდინფიცირებული გივი თარგამაძე პნევმონიასთან ბრძოლის არცთუ სასიამოვნო პროცედურას Facebook პოსტში აღწერს. 

"ევროპული საქართველოს" წევრი აცხადებს, რომ ფილტვის მხოლოდ 25% აქვს აქტიურად მომუშავე, რის გამოც მკურნალობის მსგავსი ფორმებია საჭირო. 

"ცხვირპირზე გადებენ ჟანგბადის ნიღაბს. მაგრამ, აქ მთავარია, ნიღაბი გედოს სრულად ჰერმეტულად, ჟანგბადი ცხვირამდე გზაზე არსაიდან იპარებოდეს და სრულად ხვდებოდეს ტრაქეაში. ამიტომ, კოსმონავტებს სკაფანდრის ჩაცმისას ფეხს რომ ახმარენ მოქაჩვისას, აი მასე გიფიქსირებენ ნიღაბს უკიდურესად მოქაჩული ელასტიური ბინტით, ცხვირი კეხზე ორად გეყოფა და იწყებს ტკივილის გენერირებას. ამ დროს უშვებენ ჟანგბადს ძალზედ მაღალ წნევაზე. მთავარია, უცბათ მოახდინო სუნთქვის ჰარმონიზაცია, ჩამოეკიდო ჟანგბადის მოწოდების ტემპს და ოდნავ მაინც შეიმცირო სრული კოშმარის შეგრძნება. 

სიპაპი, როგორც წესი, 5-6 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ბოლო ორი საათი უბრალოდ ცოდვის ტირილია. გგონია, რომ ცხვირმა წაიღო მთელი სახე, სახემ - თავი და ეს ყველაფერი ერთად გტკივა ერთ გრძელ ვერცხლისფერ, დაჭიმულ, თვალში გარჭობილ სხივად. გტკივა თავზარდაცემით - ასეც შეიძლება თქმა. 

სიპაპიდან გამოსვლა ახალი წელია. აი ამ კოშმარის ყველა ჯერის შემდეგ ხვდები, რომ შენი ფილტვები მოძლიერდა და ამას სატურაციის დონეც გიდასტურებს. ამიტომაც, მორჩილად მიდიხარ შემდეგ დაკოშმარების ჯერზე. 

2. მუცელზე წოლა. აუცილებელი პროცედურა, რომელიც, მთლად სიპაპი არაა, მაგრამ არცთუ მარტივი სატანჯველია. განსაკუთრებით, რასაკვირველია, სქელი ხალხისთვის. ისიც გრძელდება 5-6 საათი. 

მნიშვნელოვანია საწყის ბრუნზე კიდურების და კიდევ უფრო, სახის ისეთნაირად შეჩურთვა საპირისპირო ზედაპირში - ბალიში, ლოგინი ზოგადად - რომ გაგიქაჩოს გაუნძრევლად რაც შეიძლება დიდხანს. ხშირი თავის წამოწევა, ან, ზოგადად, აქტიურობა იმის გასაგებად, რამდენი დრო დაგჩათ პროცედურის დასრულებამდე, ამოგაგდებთ პირველი პოზიციიდან და მთელს მიმდინარეობას აუტანელს გახდის. ამიტომ, სჯობს, მორჩილად დაელოდოთ ექთნის ინფორმაციას, რომ დროა ზურგზე გადმობრუნების. 

აქაც განსაკუთრებით აუტანელია ბოლო ორი საათი. ჯერ წელი, შემდეგ ზურგი ზოგადად და განსაკუთრებით კისერი ზეტკივილებზე გადის. ზურგზე გადმობრუნება დიდი შვებაა მხოლოდ მანამ, სანამ გააცნობიერებ, რომ აი მოვიდა ისევ სიპაპი.... 

3. როდესაც სიპაპი თავისას იზამს, იწყება შენი ჯერი თვითგადარჩენის პროცესში გადამწყვეტი ინიციატივის აღებისა - ბუშტების ბერვა. ყველა შენს მიერ გაბერილი ბუშტი შენს ჯანში მიდის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. 

ამდენად, სენტენცია спасение утопающих дело рук самих утопающих აქ სრულადაა გამართლებული. ეს უნდა გააცნობიერო და დაიწყო აკრეფვა. მიზანი დაისახო და მიაღწიო რამოდენიმე დღეში", - წერს პოლიტიკოსი Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system