თავში

გლდანში დაჭრილი ბიჭი რეანიმაციაშია მოთავსებული

გლდანში დაჭრილი ბიჭი რეანიმაციაშია მოთავსებული
გლდანში დაჭრილი ბიჭი რეანიმაციაშია მოთავსებული

თბილისში, გლდანში დაჭრილი 21 წლის გიგი თოლორაიას მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა მრავლობითი ჭრილობებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

გიგი თოლორაიას თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა. ინციდენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ბიჭს ბასრი საგნის მსგავს ნივთს შუახნის მამაკაცი. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 60 წლამდე კაცმა გამვლელი ცივი იარაღით დაჭრა. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ნიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system