თავში

გლდანში მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს

გლდანში მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს
გლდანში მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს

გლდანის რამდენიმე მიკრორაიონში მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს. მოქალაქეების  განცხადებით, ონკანიდან ამღვრეული ყვითელი ფერის წყალი მოედინება და მისი დასალევად გამოყენება შეუძლებელია.

Report.ge-ს მომხმარებელმა აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტოებიც მიაწოდა. 

როგორც Report.ge-ს „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გლდანის რაიონში ქსელის ტექნიკურმა გადართვამ, წყლის შემღვრევა გამოიწვია, პრობლემა უკვე მოგვარებულია, თუმცა ლოკალური შემთხვევები მაინც დარჩა, რის აღმოსაფხვრელადაც სამუშაოები მიმდინარეობს. 

"გლდანის რაიონის მკვებავი მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზიანების გამო საჭირო გახდა წყლის ტექნიკური გადართვა და ნაკადების ცვლილება, რამაც  გლდანის მიკრორაიონებში წყლის დროებითი ამღვრევა - ფერის ცვლილება გამოიწვია.

კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მიმდინარეობს ქსელების ინტენსიური რეცხვა.

კომპანიის ლაბორატორიებმა ადგილზე  წყლის ანალიზი აიღეს. ამავდროულად, გრძელდება წყლის ხარისხის უზრუნველოფის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში, მონიტორინგი და გაუსნებოვნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system