თავში

გოგოს, რომელიც ინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედა გარდაეცვალა

გოგოს, რომელიც ინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედა გარდაეცვალა
გოგოს, რომელიც ინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედა გარდაეცვალა

მარი კაკაურიძეს, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედა გარდაეცვალა. 

ემოციური პოსტი მარიმ სოციალურ ქსელში დედის გარდაცვალებამდე გამოაქვეყნა. ის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიმართავდა და დახმარებას ითხოვდა. 

,,ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ! გახდნენ შეუძლოდ, მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა ბომონდში. 3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში! თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად, ვრეკავ 112- ში და ველოდები მათ. 2 საათი არავინ მოდის. მიმყავს გორმედის კლინიკაში, გზაში გამიხდა უფრო ცუდად, ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში, დაახლოებით, მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! გორმედში მისულები 1 საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე! ახლა, მამას სჭირდება სასწრაფო რეანიმაცია 2 დღეა და არაფერია! 15 05 -ზე, 112 -ს მიმართეო, 112- მა ექიმები აგვარებენო, ექიმმა, შენ იპოვე ექიმიო! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი .

დედა, დედას არ გაუკეთეს ტესტი, რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო! ბომონდში თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში! მეორე დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს უნიქალმედში! იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა... მადლობა მის ექიმს ვასო ფარცხალაძეს, შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია! ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, მთავარი არხი, საქართველოს მთავრობა, ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში! პირველივე სიმპტომიდან დაიწყეს მკურნალობა სახლში, თავისი ხარჯებით!", - წერდა მარი კაკაურიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system