თავში

გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს
გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვნეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათ ჰიპოთერმია აღენიშნებათ.

მაშველებს დაშვებულები ავტომობილებამდე ამ წუთებში გადაჰყავთ, რათა დროულად მოხერხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

"გომის მთაზე მეხანძრე-მაშველებმა სამი ადამიანი იპოვეს10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს. მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება.

მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შემოვიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მეხანძრე-მაშველების 10 კაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალაქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთის, გომის მთაზე დაკარგულ ახალგაზრდებს დილიდან ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ,,112-ში" შევიდა შეტყობნება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა,ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას.

ახალგაზრდები რამდენიმე საათის წინ სატელეფონო კონტაქტზე გავიდნენ, რის შემდეგაც, მათი პოვნა რამდენიმე საათში მოხერხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system