თავში

გონიოში საპროტესტო აქცია გაიმართა

გონიოში საპროტესტო აქცია გა
გონიოში საპროტესტო აქცია გაიმართა

გონიოში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა რამდენიმე წუთით ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალიც გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2008 წლიდან სარგებლობაში მქონე მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების პროცესი ვერ დასრულდა, რადგან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიწების სახელმწიფო საკუთრებასთან გადაფარვის ანუ ზედდების მოხსნის საკითხი ვერ მოაგვარა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკითხის მოსაგვარებლად, ვადა ორშაბათამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები აჭარის მთავრობასთან გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system