თავში

გორის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

გორის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
გორის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 29 ივლისის 00:00 საათიდან 04:00 საათამდე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება. საპირისპირო მიმართულებით (სენაკი-თბილისი) კი გვირაბში გადაადგილება 04:00 საათიდან 08:00 საათამდე იქნება შეზღუდული. 

გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system