თავში

გორში ინტენსიური წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

გორში ინტენსიური წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
გორში ინტენსიური წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

გორში ერთსაათიანმა ინტენსიურმა წვიმამ პრობლემები შექმნა. რამდენიმე ქუჩაზე ჭარბი ნალექის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვარმა მოძრაობა შეაფერხა.

მუნიციპალიტეტის მერი, შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი ადგილზე იმყოფებიან და დაზარალებულ უბნებში არსებულ მდგომარეობას ეცნობიან.

გორის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, საცხოვრებელი სახლები დატბორილი არ არის. 

,,ერთ-ერთი რთული უბანია გორში, კომბინატის დასახლებაში ანწუხელიძის ქუჩის კვეთა. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს სასწრაფო დახმარების სამსახურის შენობა და გამოძახებები რომ არ შეფერხდეს, სასწრაფო დახმარების მანქანები ალტერნატიული გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გორის კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის რამდენიმე ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system