თავში

გორში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის 5 პირი დააკავეს

გორში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის 5 პირი დააკავეს
გორში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის 5 პირი დააკავეს

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მისი შეუტყობინებლობისთვის გორში 5 პირი დააკავეს. მათ შორის 3 წარსულში ნასამართლევია.

საქმე ეხება 7 ოქტომბრის ფაქტს, როდესაც ახალგაზრდებმა, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლს სვამდნენ, უცხოელი პირი მოკლეს და გვამი გადამალეს. 

გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებულ პირი შეუერთდა. ბრალდებულებმა მოგვიანებით, მასთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, რა დროსაც ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და უცხოეთის მოქალაქეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ზ.ფ.-მ გ.ო.-მ გ.ქ.-მ და გ.ბ. -მ ტ.კ. -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 5 პირი დააკავეს.

ტ.კ.-ის ცხედარი მდინარე მტკვარმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system