
გორში, შუა ხნის კაცმა ორ საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი გააჩინა.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში მოხდა.
გაჩენილი ხანძრის შედეგად შუა ხნის კაცი თავადვე დაშავდა და სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, შუა ხნის კაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.