თავში

გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა

გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა
გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა

საქართველოს დამსახურებული არტისტი, გოვენ ჭეიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.

"ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოება და თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი ბატონი გოვენ ჭეიშვილი.
ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოება უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას
,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გოვენ ჭეიშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება 1970 წელს. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში.

1967-1976 წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. წარმატებით მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წწ. იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი. კინოგადაღებებში მონაწილეობს 1969 წლიდან. მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში "რეკორდი" (1972, ხუტა) და "კუჩხი ბედნიერი" (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ. 1996 წლიდან მუშაობს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system