თავში

გორში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

გორში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა
გორში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

გორში, კომბინატის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 9 წლის ბავშვს დაეჯახა. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system