თავში

გრიპის სეზონი დაიწყო-ეპიდსაშიშროების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ 

გრიპის სეზონი დაიწყო-ეპიდსაშიშროების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ 
გრიპის სეზონი დაიწყო-ეპიდსაშიშროების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ 

საქართველოში გრიპით და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით დაავადებულთა რიცხვმა იმატა. გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობაც. პაციენტთა დიდი ნაწილი ბავშვები არიან. ინფორმაცია report.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გრიპის გახშირებული შემთხვევები სეზონურია და ამ დროისთვის ქვეყანაში ეპიდსაშიში სიტუაცია არ არის.

სეზონური გრიპი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის და კუნთების ტკივილი-ეს იმ სიმპტომების ჩამონათვალია, რომელიც გრიპს ახასიათებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის აცილების საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. გრიპის საწინააღმდეგო აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებითვის, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.

უწყების ინფორმაციით ვაქცინაცია კლინიკებში თვის ბოლოდან დაიწყება და განსაზღვრული კატეგირიებისთვის ის უფასო იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system