თავში

"გთხოვთ გაითვალისწინოთ" - "თელმიკო" განცხადებას ავრცელებს

"გთხოვთ გაითვალისწინოთ" - "თელმიკო" განცხადებას ავრცელებს
გთხოვთ გაითვალისწინოთ - თელმიკო განცხადებას ავრცელებს

"თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" (თელმიკო) განცხადებას ავრცელებს: 

"ძვირფასო მომხმარებლებო, გადახდის ახალ სქემაზე მაქსიმალურად შეუფერხებლად გადასვლის მიზნით, სემეკი-სა და თელმიკო-ს ერთობლივი გადაწყვეტილებით, იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებმაც დეკემბერში ორი ქვითარი მიიღეს, გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტროენერგია იანვრის ბოლომდე არ გაეთიშებათ.

ამასთან ერთად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიმდინარე თვის ბოლოს თქვენ მიიღებთ იანვრის განმავლობაში დახარჯული ელექტროენერგიის ქვითარს, რომელიც უნდა გადაიხადოთ ქვითრის ფორმირების დღიდან 15 დღის განმავლობაში.

შესაბამისად თუ დეკემბრის თვის დარიცხვასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები არ გაქვთ, გირჩევთ დაფაროთ გადასახადი ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში.გადახდის თვის ბოლომდე გადადება გამოიწვევს მოხმარებული ელექტროენერგიის დაგროვილი დავალიანების მოკლე დროში დაფარვის აუცილებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system