თავში

"გთხოვთ, ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით და ფრთხილად" - ნინო სურგულაძე

"გთხოვთ, ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით და ფრთხილად" - ნინო სურგულაძე
გთხოვთ, ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით და ფრთხილად - ნინო სურგულაძე

ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც მეცოსოპრანო "ფეისბუქის" პირად გგვერდზე წერს, ის კორონავირუსისგან განიკურნა. 

ნინო სურგულაძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.

"ჩემო ძვირფასებო, დიდი მადლობა ყველა გამამხნევებელი სიტყვისთვის, სითბოსა და ყურადღებისთვის, რასაც ამ პერიოდში უხვად იჩენდით ჩემს მიმართ. მივიღე პასუხი და უკვე კოვიდუარყოფითი ვარ! საბედნიეროდ შედარებით იოლი ფორმით გადავიტანე. ბავშვები ჯანმრთელად არიან!

კიდევ ერთხელ უსაზღვრო მადლობას გიხდით ყველა შეტყობინებისთვის, ყველა ზარისთვის და გთხოვთ ვიყოთ ყველა უფრო მეტად ყურადღებით და უფრო ფრთხილად.
მიყვარხართ! თქვენი ნინო!", -
წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნინო სურგულაძეს კორონავირუსი 8 აპრილს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system