თავში

გთხოვთ თავი შეიკავოთ პერსონალის ლანძღვისგან - პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი

გთხოვთ თავი შეიკავოთ პერსონალის ლანძღვისგან - პრევენციული მედიცინისა
გთხოვთ თავი შეიკავოთ პერსონალის ლანძღვისგან - პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"პაციენტებს ვთხოვთ თავი შეიკავონ პერსონალის ლანძღვისგან და დაემორჩილონ წესებს !!! ბევრნი ხართ, რადგან ორ სხვა კლინიკაში ვერ გემსახურებიან, რატომ? იმ კოვიდის გამო, რომლისაც არ გჯერათ, და თუ კარგად ვერ გააცნობიერებთ, რაც ხდება და წესებს არ დაემორჩილებით, ჩვენს პერსონალს რისკს შეუქმნით, განგიმარტავთ გასაგებად: თუ ექიმი და ექთანი ავად გახდება, ჩვენ ვეღარ მოგემსახურებით... რჩევის სახით გეტყვით მოერიდეთ ზედმეტ მოძრაობას, ქუჩის ცხოველებთან კონტაქტს, ჟანგიან ლურსმნებს და თუ მაინც მოგიწიათ ჩვენთან ვიზიტი გაგებით შეხვდით წინააღმდეგობებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და გამძლეობას!" - აღნიშნულია პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system