თავში

"გული მწყდება, რომ გვერდით აღარ გვყავს საუკეთესო პროფესიონალი" - დავით ზალკალიანი

"გული მწყდება, რომ გვერდით აღარ გვყავს საუკეთესო პროფესიონალი" - დავით ზალკალიანი
გული მწყდება, რომ გვერდით აღარ გვყავს საუკეთესო პროფესიონალი - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ზალკალიანი კოლეგის, მალხაზ მალაშხიას გარდაცვალების შესახებ წერს:

"უდიდეს გულისტკივილს გამოვთქვამ ჩვენი კოლეგის, კარგი მეგობრის, მალხაზ მალაშხიას გარდაცვალების გამო. 

გული მწყდება, რომ გვერდით აღარ გვყავს საუკეთესო პროფესიონალი, უაღრესად თბილი და ნამდვილად გამორჩეული, დიდი სიკეთის მატარებელი ადამიანი. 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

ჩვენს მოგონებებში დარჩება იმ დიდი სითბოთი და სიკეთით, რომელსაც ტოვებდა ყველასთან ურთიერთობის დროს", - წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system