თავში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს ახალი უფროსი ეყოლება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს ახალი უფროსი ეყოლება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს ახალი უფროსი ეყოლება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი წარუდგინა. წარდგენას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში შედეგების მისაღწევად, უწყების ეფექტიან მუშაობას განსაკუთრებული როლი ენიჭება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კერძოდ კი, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება.

„რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით მოქმედი ეფექტიანი სამსახურის არსებობა. იმისთვის რომ აღნიშნულ სფეროში დადებითი შედეგები გვქონდეს, აუცილებელია შესაბამისი რეაგირების და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიმართულებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system