თავში

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ავტოავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა. ინფორმაცია Report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულები, სხეულის დაზიანებით, გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით  დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system