თავში

გურჯაანში, დაკრძალვაზე ჩასულ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა

გურჯაანში, დაკრძალვაზე ჩასულ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანში, დაკრძალვაზე ჩასულ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე მყოფ, თბილისიდან ჩასულ ახალგაზრდას, კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე.

მათივე ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system