თავში

გურჯაანში გასტრონომიული სკოლა დაფუძნდება

გურჯაანში გასტრონომიული სკოლა დაფუძნდება
გურჯაანში გასტრონომიული სკოლა დაფუძნდება

გურჯაანში გასტრონომიული მიმართულების სკოლა დაფუძნდება. მის შექმნას ბასკეთის კულინარიული ცენტრი შეუწყობს ხელს. 

სკოლა როგოც ქართველ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს მიიღებს.

საქართველოში ბასკეთის კულინარიული ცენტრის გასტრონომიული პროგრამების საერთაშორისო განვითარების მენეჯერი ალბერტო როდრიგეზი ჩამოვიდა. ის საქართველოს გასტრონომიული ტურიზმს, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნო, რის საფუძველზეც ერთობლივი პროგრამები შემუშავდება და დაინერგება. 

ახალ პროექტზე და მომავალ თანამშრომლობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან თამარ ქიტიაშვილთან და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ცნობილ გასტრონომიულ სკოლასთან თანაშრომლობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალს გაზრდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system