თავში

გვაქვს არასასიამოვნო შემთხვევა - იმნაძე

გვაქვს არასასიამოვნო შემთხვევა - იმნაძე
გვაქვს არასასიამოვნო შემთხვევა - იმნაძე

გვაქვს ერთი არასასიამოვნო შემთხვევა - ინფიცირებულია ქალი, რომელიც თბილისიდან ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ სამუშაოდ არის ჩასული. ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, კაფეში მომუშავე პერსონალი უკვე თვითიზოლაციაშია.

"ამ კაფეში მომუშავე პერსონალი გამოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამ კაფეში 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ცხელების ცენტრებს" - განაცხადა იმნაძემ. 

პაატა იმნაძის ინფორმაციით, გუშინ სულ 6000-მდე ტესტი ჩატარდა და საერთო რაოდენობით გადავცდით 300 000 PCR-ტესტს. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system