თავში

"გვინდა გავაფრთხილოთ ყველა" - თბილისი ენერჯი განცხადებას ავრცელებს

"გვინდა გავაფრთხილოთ ყველა" - თბილისი ენერჯი განცხადებას ავრცელებს
გვინდა გავაფრთხილოთ ყველა - თბილისი ენერჯი განცხადებას ავრცელებს

"თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს. 

კომპანიის ცნობით, 2015-2020 წლებში, ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, თბილისში 150 ადამიანი გარდაიცვალა.

განცხადებას report.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ადამიანების უყურადღებობით, დაუდევრობითა და ჩვენი სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების სრული უგულებელყოფით გამოწვეული შემთხვევები. მათ შორის CO-თი ინტოქსიკაციასთან ერთად და სამწუხაროდ გარდაცვალების ფაქტებიც.

გაზის დანადგარებისა და გაზგაყვანილობის არასწორი ექსპლუატაციისას განსაკუთრებით სახიფათოა ახლანდელი, გაზაფხულის პერიოდი.

კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მოსახლეობას გაზის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე, კიდევ ერთხელ გვინდა მივცეთ რჩევები აბონენტებს, თუ რა წესები უნდა დაიცვან გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებისთვის.

გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ არასწორად დამონტაჟებული დანადგარები ან თვითნებური გაზგაყვანილობა, სპეციალისტების რჩევების იგნორირება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც.

ბოლო პერიოდში მომხდარ ფაქტებთან და გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით ხვალ, 15 აპრილს, 11:00 საათზე თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების(114) ბაზაზე( ბოჭორმის ქუჩა #27) პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრება ენერგო ომბუდსმენიც", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system