თავში

"გვიყვარდეს, რადგანაც ყოველი ადამიანი არის უფლის ხატი და მსგავსი" - მეუფე დანიელი

"გვიყვარდეს, რადგანაც ყოველი ადამიანი არის უფლის ხატი და მსგავსი" - მეუფე დანიელი
გვიყვარდეს, რადგანაც ყოველი ადამიანი არის უფლის ხატი და მსგავსი - მეუფე დანიელი

"ქრისტეს მიერ საყვარელნო დედანო, მამანო, ძმანო და დანო, ჩვენ ვიმყოფებით ფერისცვალების დღესასწაულის კვირიაკეში. ეს უდიდესი მადლი ეფინება მთელს კაცობრიობას და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოწოდებილია, რომ გაუხსნას გული ამ წყალობას, რათა მოციქულთა მსგავსად, ჩვენც აგვეხილოს ჩვენი სულიერი თვალი და ვიხილოთ ღვთაებრივი ნათელი, რათა მტკიცე იყოს ჩვენი სარწმუნოება, რათა ამ დიდი მადლის მიღებით ვძლიოთ ხილულსა თუ უხილავ წინააღმდეგობას, პირველ რიგში საკუთარ თავში და ჩვენს გარშემო,"- ამის შესახებ მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფეს თქმით, მხოლოდ ღვთის დახმარებით შეძლებს ადამიანი დაძლიოს ცოდვა საკუთარ თავში, ხოლო თუ იგი განშორდება უფალს, ცოდვა დაამარცხებს მას. 

"ამის მაგალითები არის მთელი კაცობრიობის ისტორია, როდესაც ესა თუ ის პიროვნება ან ერი უახლოვდებოდა უფალს. უფალი მას მოანიჭებდა გამარჯვებას, სულიერ ამაღლებას, კურნებას, დიდ სიხარულს, ხოლო როცა ის სცილდებოდა უფალს, მაშინ ადვილად აცდუნებდა ბოროტი სული. ვერავითარი ადამიანური მონდომება, თუ იგი არ დაეფუძნა საღმრთო ძალას, საღმრთო ენერგიას, ეს ენერგია რომ არსებობს და რომ იგი მოქმედებს ადამიანზე და მკვიდრდება მის სულში, ამის დასტური არის ფერისცვალების დღესასწაული. ის ნათელი, რომელიც იხილეს მოციქულებმა, რომელთაც აღავსეს ისინი უდიდესი ნეტარებით, ეს ნათელი არის საღმრთო ენერგია, მადლი სულისა წმინდისა, რომელიც გადმოდის ადამიანზე და მასში მკვიდრდება. მთავარია, ადამიანმა გული განიწმინდოს, მოამზადოს ეს გული, ხოლო იმისთვის, რომ გული განვიწმინდოთ, უპირველესი სათნოება არის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, უანგარო სიყვარული. სიყვარული არა იმის, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, ვინც ჩვენთვის სიკეთეს აკეთებს, არამედ განურჩევლად იმისა, ჩვენთვის სიკეთეს აკეთებს თუ არა ადამიანი. გვიყვარდეს, რადგანაც ყოველი ადამიანი არის უფლის ხატი და მსგავსი, თუნდაც დაცილებული ღმერთს, ჩვენ ის უნდა გვებრალებოდეს, ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ცხონების გზას, ამიტომაც სიყვარული არის უდიდესი ძალა, ვისაც უყვარს. როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, მან იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყვარული არს. როცა ჩვენ შევიყვარებთ, თუნდაც მაჭირვებელ მოყვასს, ჩვენს გულში ღმერთი მკვიდრდება. როდესაც ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით ჩვენს მაჭირვებელს, ჩვენ უფალი განგვეშორება. რა უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიკმაყოფილოთ შურისძიების გრძნობა, მაგრამ დავკარგოთ უფალთან კავშირი, თუ დავითმინოთ და მივიღოთ სულისა წმინდისა მადლი. სწორედ ამ მადლის მისაღებად საჭიროა მიმტევებლობა, ყველაზე დიდი გამოვლინება სიყვარულისა არის მიმტევებლობა, რადგანაც შენ გიყვარს ის ადამიანი, ვინც რაიმე ტკივილი მოგაყენა, ეს არის ღვთაებრივი სიყვარული, რადგანაც უფალი ამბობს, რომ უფალი ყველას მოუვლენს თავის წყალობას, ასევე ადამიანი, კეთილსაც და ბოროტსაც სიყვარულით უნდა უყურებდეს და სწორედ ამ მიტევების შესახებ ჩვენ მოვისმინეთ სახარებისეული იგავი, რომელიც გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიტევება, რადგან თუ ჩვენ არ მივუტევებთ, გულში წყრომა გვექნება, ჩვენც ცოდვები არ მოგვეტევება“,- აღნიშნა მეუფე დანიელმა.

როგორც მეუფე ამბობს, თუ ადამიანს ცოდვა არ მიეტევა, ადამიანს ცოდვა ჩაძირავს და ღმერთს მოწყვეტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system