თავში

გომელაური ვაჟა გაფრინდაშვილზე: შეგვპირდნენ და გამოუშვებენ

გომელაური ვაჟა გაფრინდაშვილზე: შეგვპირდნენ და გამოუშვებენ
გომელაური ვაჟა გაფრინდაშვილზე: შეგვპირდნენ და გამოუშვებენ

დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ქართველ ექიმთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შესაძლოა, ექიმი ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოუშვან.

,,ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩვენ გვაქვს კონტაქტი. ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს ადამიანი არის ექიმი და არა მებრძოლი ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს გამოუშვებენ. თვითონაც უხერხულად არიან, დარწმუნებულები ვართ. რაც უნდა ცხელი ომი იყოს, ექიმის დაკავება მსოფლიოში არსად არ შეიძლება და უშვებენ. აქედან გამომდინარე, შეგვპირდნენ და გამოუშვებენ, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. საქმე ახალგორის ე.წ.-მა სასამართლომ განიხილა.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system