თავში

GWP წყლის გადასახადის შესახებ განმარტებას აკეთებს

GWP წყლის გადასახადის შესახებ განმარტებას აკეთებს
GWP წყლის გადასახადის შესახებ განმარტებას აკეთებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განმარტავს, რატომ მიიღეს აბონენტებმა მეორე ქვითარი, სადაც ასახული იყო 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური.

მათივე განმარტებით, სემეკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა, რის გამოც აბონენტები კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებენ.

„მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გარდამავალ პერიოდში, დეკემბრის თვის ბოლო დღეებში - 29, 30, 31 დეკემბერსა და 3 იანვარს „ჯივიპის“ საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესობამ კიდევ ერთი ქვითარი მიიღო, სადაც ასახული იყო 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა.

აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს“, - ნათქვამია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system