თავში

GWP წყალმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

GWP წყალმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
GWP წყალმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, თბილისში, ქუჩების ნაწილს 12 მაისის 23:00 საათიდან 13 მაისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.

"12 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის და დადიანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სტაბილურობისთვის მაგისტრალურ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებენ. მოსახლებისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით 12 მაისს 23:00 საათიდან 13 მაისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

მანჯგალაძის ქ. თავისი შესახვევებით, ახალდაბის ქ, დადიანის ქ. კენტ. 39-დან 141-ის ჩათვლით, ლუწები 2-დან 86-ის ჩათვლით, მახალდიანის ქ, რკინიგზის ქ, ურიდაიას ქ, 1-იდან 50-ის ჩათვლით, ხიმშიაშვილის ქ, მესხის ქ, ჩხიკვაძის ქ, ჩაქვის ქ, კონსკაიას ქ, ლიკანის ქ. 1-დან 40-ის ჩათვლით, ხევსურეთის ქ, ლეჩხუმის ქ, სვანეთის ქ.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system