თავში

მიუსაფარი შინაური ცხოველების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიუსაფარი შინაური ცხოველების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიუსაფარი შინაური ცხოველების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ ორგანიზებით მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების მერებმა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა განიხილეს USAID GGI-ს ექსპერტის მიერ მომზადებული ინტერმუნიციპალური ორგანიზაციის დაფუძნებისა და მართვისთვის განსახორციელებელი ნაბიჯების გეგმა. 

მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარება 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუსაფარ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების სფეროა, რომლის განხორციელება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და საოპერაციო ხარჯებთანაა დაკავშირებული. 

საქართველოს რეგიონებში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ააშენებს, რომელთა მართვა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გზით მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system