თავში

ჩაკეტილ ქალაქებში დღეიდან ორი დღით შესვლა და გასვლა დასაშვებია

ჩაკეტილ ქალაქებში დღეიდან ორი დღით შესვლა და გასვლა დასაშვებია
ჩაკეტილ ქალაქებში დღეიდან ორი დღით შესვლა და გასვლა დასაშვებია

27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვებია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ ქალაქებში გადაადგილება ნებადართული იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

"როგორ ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system