თავში

ჰოსპიტალში სააკაშვილის მოსანახულებლად ალტერნატიული კონსილიუმი შევიდა

ჰოსპიტალში სააკაშვილის მოსანახულებლად ალტერნატიული კონსილიუმი შევიდა
ჰოსპიტალში სააკაშვილის მოსანახულებლად ალტერნატიული კონსილიუმი შევიდა

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექიმთა ჯგუფი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა.

ალტერნატიული კონსილიუმის წევრები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებენ. 

"მოვედით მიხეილ სააკაშვილის შემოწმების მიზნით. ცენტრი "ემპათია" უკვე ჩართულია სამედიცინო შემოწმებაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა, გაცემულია უკვე ორი დასკვნა. რაც შეეხება ექსპერტებს, ეს არის სხვადასხვა სპეციალობის რვა ექიმით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური ჯგუფი. როგორც აღვნიშნე, მიმდინარეობს ექსპერტიზა, რაც ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, ასევე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და დოკუმენტაციის მონიტორინგს და შემდგომშიც გავუწევთ მდგომარეობის მონიტორინგს. რაც შეეხება სასამართლოში წაყვანასთან დაკავშირებით რეკომენდაციას, ჩვენ ამას არ ვწყვეტთ, ეს არის ადამიანის უფლება სასამართლოში მიიღოს მონაწილეობა და თუკი მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არავის არ აქვს უფლება, მათ შორის არც ექიმს, შეზღუდოს მისი ეს უფლება", - განაცხადა ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system