თავში

საჩხერის საკარანტინო ზონაში 30 ადამიანი შეიყვანეს

საჩხერის საკარანტინო ზონაში 30 ადამიანი შეიყვანეს
საჩხერის საკარანტინო ზონაში 30 ადამიანი შეიყვანეს

საჩხერის საკარანტინო ზონაში, გუშინ გვიან ღამით, იტალიიდან ჩამოსული 30 ადამიანი შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები არც ერთ მათგანს აღენიშნება. 

ამ დროისათვის, საჩხერეში კარანტინს სულ 31 ადამიანი გადის.

ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე, დამაკმაყოფილებელია ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაც, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში, კორონავირუსის დიაგნოზით არის მოთავსებული.

საჩხერის კარანტინში მყოფებს ექიმები ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 178 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 56 ადამიანი გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system