თავში

რუსთავში დედა-შვილი CO-თი მოიწამლა

რუსთავში დედა-შვილი CO-თი მოიწამლა
რუსთავში დედა-შვილი CO-თი მოიწამლა

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე 30 წლამდე ქალი და 3 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლნენ. დედა-შვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანა.

ექიმის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

,,დედა-შვილია შემოყვანილი ნახშირჟანგის ტოქსიური ეფექტით, ჩაუტარდათ დეზინტოქსიკაციური მკურნალობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ექიმმა გიორგი მოდებაძემ.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system