თავში

პრობლემები ონკოლოგიურში - მინისტრმა საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა

კონტროლზე აიყვანა
პრობლემები ონკოლოგიურში - მინისტრმა საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა

ონკოლოგიურ საავადმყოფოში დღეს გამართულ ექიმების აქციაზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი. ჯგუფი ყველა იმ პრობლემაზე იმსჯელებს, რომელიც დღეს ონკოცენტრშია შექმნილი. 

"შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, მათგან წარმოდგენილია 10 წევრი, ასევე წარმოდგენილია მათი პროფკავშირებიდან ხელმძღვანელი. ჩვენი მხრიდანაც შეიქმნა საბჭო, ხვალიდან დავიწყებთ კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას და ასევე განხილული იქნება მათ სახელფასო ანაზღაურებებს როდის გადავიხდით და ეს აყვანილი იქნება ჩემი და ჩემი მოადგილის პირადი კონტროლის ქვეშ. შენობა არის საპარტიორო ფონდის სახელზე. ჯანდაცვის სამინისტრო არ იყო ჩართული მართვაში, ეს ყოველივე იყო საპარტიორო ფონდის მმართველობის ქვეშ. ჯანდაცვის სფერო საჭიროებს სპეციფიურ მმართველობას და მკვეთრად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი დღეს გაიფიცა. ექიმები კლინიკაში არსებულ მდგომარეობას: ჩამონგრეულ კედლებსა და ძველ ინვენტარს აპროტესტებენ. გარდა ამისა, მედპერსონალი 7 თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system