თავში

იარაღის შენახვის და გადატანის წესი შეიცვალა

​იარაღის შენახვის და გადატანის წესი შეიცვალა
იარაღის შენახვის და გადატანის წესი შეიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის შენახვისა და გადატანის რეგულაციები დაამტკიცა.

დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვები გახდა მხოლოდ სპეციალური შალითით. იარაღი უნდა იყოს განმუხტული და შიგნით არ უნდა ეწყოს ვაზნები. რეგულაციის მიხედვით, სანადირო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი. მფლობელს შეუძლია იარაღი გადაიტანოს ნახევრად დაშლილ მდგომარეობაშიც.

იარაღის შენახვის განახლებული წესების მიხედვით, იარაღი უნდა იყოს ისეთ გარემოში შენახული, სადაც გამოირიცხება გაუთვალისწინებელი, უნებლიე გასროლა და მასთან გარეშე პირთა შეხება. შენახვის დროსაც იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი.იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system