თავში

"იძულებული ვარ კიდევ ერთხელ განვმარტო და მოვახდინო ზუსტი ციტირება"- შაქარაშვილის ბიძა

"იძულებული ვარ კიდევ ერთხელ განვმარტო და მოვახდინო ზუსტი ციტირება"- შაქარაშვილის ბიძა
იძულებული ვარ კიდევ ერთხელ განვმარტო და მოვახდინო ზუსტი ციტირება- შაქარაშვილის ბიძა

"სიმართლე გითხრათ, რადგან საქმეზე ყველა მნიშვნელოვანი გარემოება ამოწურულია და მკვლელები დადგენილები არიან, აღარც "ბოტასა"-ს ნერვები მაქვს და აღარც "რემბო-თამაზა"-სი, მაგრამ დღეს ერთმა ძალიან გონიერმა ჟურნალისტმა კვლავ შემახსენა ეს ისტორია და რადგან მკითხა: "ბატონო მირიან, ხომ არ იცით სად წავიდა ძაღლის მიერ კვალის აღების ამსახველი დოკუმენტებიო",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი საქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე წერს.

"იძულებული ვარ კიდევ ერთხელ განვმარტო და იმავდროულად, მოვახდინო ზუსტი ციტირება თუ რა გარემოებები გამოიკვეთა ოთხფეხა მეგობრის ძალისხმევით:

1. ჩემი ხელწერილი გიორგის სპორტული ფეხსაცმლის ჩაბარების შესახებ განთავსებულია I ტომის 279-ე გვერდზე;

2. შემდეგი გვერდი (280 ) უჭირავს ამავე სპორტული ფეხსაცმლიდან სუნის ნიმუშის აღების ოქმს;

3. აღნიშნულ ოქმს მოსდევს "ადგილმდებარეობის დათვალიერების" ოქმი (284 გვ).

ზოგიერთი ციტატა მითითებული ოქმიდან:

"მდინარე არაგვის ხიდის ქვედა ტერიტორიაზე, ექსპერტ-კინოლოგის გიორგი ვადაჭკორიას მიერ, სამძებრო ძაღლით აღებულ იქნა გიორგი შაქარაშვილის სუნის ნიმუში".

ახლა ვანხოთ სუნის მიხედვით საით მიემართება ძაღლი:"სამძებრო ძაღლი გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულა მოაჯირზე და ბილიკის საშუალებით ჩავიდა მდინარე არაგვთან"

ბილიკის დამთავრების შემდეგ, მდინარის ნაპირამდე ძაღლმა "დაიწყო სვლა მდინარე არაგვის ნაპირამდე. შემდეგ მოტრიალდა და გააგრძელა სიარული მდინარე არაგვის ნაპირიდან გზაზე ასასვლელ ბილიკზე, რომელი ბილიკის საშუალებითაც გზიდან ჩავიდა მდინარე არაგვის ნაპირამდე".

საბოლოო ჯამში, ძაღლი ამოდის უკან და წყვეტს მოძრაობას

"ხიდის ქვეშ არსებულ საავტომობილო გზაზე".

ამ ტრაექტორიის განმარტებას არ სჭირდება დიდი კინოლოგობა, ფაქტია, რომ ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას.

კი ბატონო, კინოლოგია არაა ზუსტი მეცნიერება და ძაღლის უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული, მაგრამ რაც საქმეში 20 ივნისის შემდეგ დევს და კიდევ იწვევს კითხვებს, მხოლოდ იმაზე მოგახსენეთ.

რა ვქნათ ახლა მეტი მე და ძაღლმა?!"- წერს ნიკოლაძე.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system