თავში

იგეგმება თუ არა მესტიაში საკარანტინო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრება - მინისტრის განცხადება

იგეგმება თუ არა მესტიაში საკარანტინო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრება - მინისტრის განცხადება
იგეგმება თუ არა მესტიაში საკარანტინო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრება - მინისტრის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მესტიაში საკარანტინო რეჟიმის გამკაცრება არ იგეგმება.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული ვითარება სრული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.

"რეგიონში დღესდღეობით განხორციელებული საკარანტინო რეჟიმი არის საკმარისი იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგებმა იმუშავონ თავისუფლად და ჩვენ გვქონდეს სრული კონტროლი აღნიშნულ რეგიონში. სამომავლოდ გამკაცრებას არ ვგეგმავთ. ჯერჯერობით ველოდებით ყველა იმ ტესტირების პასუხს, რომლის ნიმუშებიც უკვე აღებულია. ასევე, ვაგრძელებთ ნიმუშების აღებას“,- განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system