თავში

იგეგმება თუ არა რეკომენდაციების შეცვლა ან გამკაცრება ეროვნულ გამოცდებზე

იგეგმება თუ არა რეკომენდაციების შეცვლა ან გამკაცრება ეროვნულ გამოცდებზე
იგეგმება თუ არა რეკომენდაციების შეცვლა ან გამკაცრება ეროვნულ გამოცდებზე

აბიტურიენტისთვის Covid-19-ის დადასტურების შემდეგ დამატებითი პრევენციული ღონისძიების გატარების საჭიროება არ არსებობს და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაცია ცენტრს ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღია,- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

სოფო გორგოძის განცხადებით თქმით, მსგავსი შემთხვევისთვის საგამოცდო ცენტრები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდეც მზად იყვნენ.

"გუშინ გაცხადდა, რომ გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტს დაუფიქსირდა კორონაინფექცია. თუმცა, ის ცხრა აბიტურიენტი, რომლებიც განთავსებული იყვნენ მასთან ერთად სექტორში, შესაბამისი კვლევების შემდეგ, ჩვეულებრივად გააგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას. ჩვენ მათ შევუქმნით განსაკუთრებულ პირობებს, ისინი იქნებიან იზოლირებულად მოთავსებულნი სარეზერვო სივრცეებში, სადაც უზრუნველყოფილნი იქნებიან სამმხრივი ფარით.

დამატებითი რეკომენდაციები არ გვქონია, რადგან, როდესაც ვემზადებოდით, ჩვენ ამ შემთხვევისთვისაც ვიყავით მზად და გვქონდა უკვე სპეციალური სარეზერვო სივრცეები, სადაც სამმხრივი შემოსაზღვრული ფარით განთავსდებიან დანარჩენი აბიტურიენტები. შესაბამისად, რამე რეკომენდაციის შეცვლას ან გამკაცრებას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ ეს წინასწარ იყო განსაზღვრული და არსებული რეკომენდაციებით ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ," - განაცხადა გორგოძემ.

შეგახსენებთ, აბიტურიენტს, რომელიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system