თავში

იქნება ეს მონაცემები, გვექნება ტალღები - გამყრელიძის გაფრთხილება

იქნება ეს მონაცემები, გვექნება ტალღები - გამყრელიძის გაფრთხილება
იქნება ეს მონაცემები, გვექნება ტალღები - გამყრელიძის გაფრთხილება

მოსახლეობა არც რეკომენდაციებს იცავს და არც იცრება, შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეს მოცემულობა შენარჩუნდება, გვექნება ახალი ტალღები. 

"ქვეყნის მოსახლეობის 46%, ბავშვების ჩათვლით, არის არაიმუნური, ანუ ინფექციის მიმღები და შესაბამისად, გამავრცელებელი. მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 37% და კიდევ უფრო დაბლა მოდის, ანუ მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ არის დაცული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომელიც არის ყველანაირი მიზეზით თავშეყრა - ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები. სტაბილიზაციას სჭირდება წინაპირობა. ამ ვირუსთან ბრძოლის ორი გზაა - ან მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს და უნდა დაიცვა, ანუ მობილობა უნდა შეამცირო და მეორეა ვაქცინაცია. არცერთი ეს კომპონენტი არაა დაცული და რანაირად გვინდა, რომ შემცირდეს ეს მონაცემები. იქნება ეს მონაცემები, გვექნება ეს ტალღები," - აცხადებს გამყრელიძე.

ნახეთ, განახლებული კოვიდსტატისტიკა - 21 ნოემბრის მონაცენები.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 20 ნოემბერს აიცრა 4 638 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system