თავში

ილია II-მ დედოფალ ელისაბედს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

ილია II-მ დედოფალ ელისაბედს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
ილია II-მ დედოფალ ელისაბედს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

"თქვენო უდიდებულესობავ, საქარველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ სამძიმარი მეუღლის, მისი სამეფო უმაღლესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო.

პრინც ფილიპეს სახით, ათწლეულების მანძილზე თქვენ გყავდათ თქვენი ფრიად საპატიო ჯვრის ღირსეული და ერთგული თანამტვირთველი.

თქვენი სამეფო ოჯახისა და გაერთიანებული სამეფოს მწუხარებას, რომელსაც იზიარებს მთელი მსოფლიო, ვუერთდებით ჩვენც.

ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის და ამასთან, შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და სულიერი ძალა თქვენი სამეფო ოჯახისა და თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system