თავში

ილია მეორე: დიდი სითბო და სიყვარული დაგვიტოვა

ილია მეორე: დიდი სითბო და სიყვარული დაგვიტოვა
ილია მეორე: დიდი სითბო და სიყვარული დაგვიტოვა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარი გამოთქვა ეპისკოპოსი ლაზარეს გარდაცვალების გამო. ამის შესახებ საპატრიარქომ წერილი გაავრცელა. 

"დღეს მახათას მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში განსასვენებელი ჰპოვა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა ლაზარემ (სამადბეგიშვილი), რომელიც მანამდე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიას ხელმძღვანელობდა. 

იგი 65 წლისა წავიდა ამქვეყნიდან და დიდი სითბო და სიყვარული დაგვიტოვა. მეუფე ბრძანდებოდა მშვიდობისმყოფელი, თავმდაბალი, მოყვასისათვის მზრუნველი, გულითადი ადამიანი. ამიტომაც ყავს მრავალი მლოცველი. 

ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი სული და მართალთა თანა დააწესოს იგი. ამინ!", - ნათქვამია პატრიარქის წერილში. 

ეპისკოპოსი ლაზარე, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, დღეს დაკრძალეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system