თავში

"იმედი მაქვს, ეს გზავნილი თქვენამდე მოვა" - ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

"იმედი მაქვს, ეს გზავნილი თქვენამდე მოვა" - ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
იმედი მაქვს, ეს გზავნილი თქვენამდე მოვა - ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. 

ჟურნალისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ძველი და ახალი წლის გასაყარი, მინდა თქვენ მოგმართოთ ბ-ნო ბიძინა და იმედი მაქვს ეს გზავნილი თქვენამდე მოვა:

თქვენ ჩემზე კარგად და დიდი ხანია იცნობთ მიშას.

ვარდების რევოლუციის მერე ბევრი კარგი საქმე გაუკეთეთ ერთად ამ ქვეყანას.

მერე თქვენი გზები გაიყო - ის სხვა მხარეს დარჩა, თქვენ სხვა!

არჩევნები მოიგეთ და მიშამ ეს უპირობოდ აღიარა.

მიუხედავად, არაერთი გაცხელებული თავისა, სისხლისღვრაზე უარი თქვა და ხელისუფლება გადმოგაბარათ.

ეს შესავალი ტყუილა არ დამიწერია-თქვენ მას ჩემზე უკეთ იცნობთ და იცით რომ პოლიტიკა მისთვის ჰობი და გასართობი არაა, შერეკილია და უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნის სანაცვლოდ, პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას არ გააკეთებს!

მოკვდება ციხეში და მაინც!

მესამე პრეზიდენტის მკვლელობის ლაქას კი ვერც ეს ქვეყანა მოიშორებს, ვერც თქვენ და ვერც მე, ვერც რიგითი ქართველი, ვინც ახლა დუმს!!

ახლა როგორც არასდროს გვჭირდება გონიერება, გვჭირდება სიფრთხილე და ბეწვის ხიდზე გავლა. არა მხოლოდ მიშას სიცოცხლისთვის, არამედ ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის!

ბ-ნო ბიძინა, თქვენ ერთმა კაცმა უნდა მიიღოთ მიშას თავისუფლების გადაწყვეტილება!

ეს გადაწყვეტილება გვჭირდება ყველას - თქვენ, ჩვენ!

მიუხედავად იმისა, ვინ სად დგას და რას აკეთებს, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს-საქართველო.

ეს არც თხოვნაა, არც მოთხოვნა, ეს ჩემი საახალწლო სურვილია -#თავისუფლებამიშას", - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system